დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მისასალმებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, დიდი გამოცდილებით.

„გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ სხვა ადამიანებზეც, ვინც პროტესტს გამოხატავდა, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში არ გადადიოდა. ვინც შიმშილობს, მინდა ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ამის გარანტია ის, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც აქამდე, ასევე მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება გორის ჰოსპიტალში. მას ექნება ადეკვატური მოვლა და ამაზე ჩვენი ექიმები და სამედიცინო პერსონალი იზრუნებენ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს