დავით ზალკალიანი - თუ გინდათ ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ბრიუსელში, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე

თუ გინდათ ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ბრიუსელში შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყანის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ოფიციალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა კულუარულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილი გამოითქვა.

„რაც შეეხება ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობაზე შეფასებებს, მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, 15 ნოემბერს ვიყავი, დავიფიცებ, თუ გინდათ - ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყანაში შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. არ ყოფილა ნახსენები არც ერთი პოლიტიკოსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, შემდეგ, კულუარულ საუბრებში, გარკვეულ მეგობრებთან იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და წუხილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რაიმე გართულება არ მოჰყვეს და ყველანაირად უზრუნველვყოთ. ამაზე ჩვენც ხომ ვამბობთ და ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“- განაცხადა ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს