ბადრი ჯაფარიძე - "ქართულმა ოცნებამ" გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, საბოლოო ჯამში, პროტესტმა შედეგი გამოიღო

"ქართულმა ოცნებამ" გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, საბოლოო ჯამში, პროტესტმა შედეგი გამოიღო და იმედი მაქვს, სააკაშვილი დაეთანხმება მის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში,- ამის შესახევ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, შედეგი ელენე ხოშტარიას უკომპრომისო ბრძოლამ, ასევე პარლამენტის წევრების მასობრივმა შიმშილობამ, ხალხის პროტესტმა და საერთაშორისო თანემეგობრობის ჩარევამ ერთად მოიტანა.

„პროტესტმა თავის შედეგი გამოიღო, რომელსაც პარლამენტის წევრებმა მიმართეს, მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებით მებრძოლმა, მამაცმა და უკომპრომისო ადამიანმა როგორიც არის ელენე ხოშტარია. მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა და პროტესტის იმ ფორმამ, რომელიც გამოიყენა იმისთვის, რომ შეწყვეტილიყო ძალადობა და მე ვერ დავარქმევ სხვა რამეს იმას, რაც ხორციელდებოდა პატიმარ სააკაშვილის მიმართ, თავის შედეგი გამოიღო. ასევე შედეგი გამოიღო პარლამენტის წევრების მიერ დაწყებულმა მასობრივმა შიმშილობამ, ხალხის პროტესტმა და ეს შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო გაცილებით ადრე და ჩვენ თავიდან ავიცილებდით იმას, რომ განუწყვეტელი შიმშილობის გამო ადამიანების ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, ამ სტრესს, რომელიც ქვეყანაშია თავიდან ავიცილებდით, მაგრამ კიდევ ერთხელ "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ ის არ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა - გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა თავის გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად და თითქოსდა ძალის დემონსტრორებისთვის. საბოლოო ჯამში, პროტესტმა შედეგი გამოიღო და იმედი მაქვს, სააკაშვილი დაეთანხმება მის გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კონსილიუმი და ექიმები გააკეთებენ შეფასებას, რამდენად მზად არის გორის ჰოსპიტალი რომ იმ ტიპის პაციენტს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება, როგორიც ახლა არის მიხეილ სააკაშვილი. ასე რომ, საბოლოო ჯამში, პროტესტმა შედეგი გამოიღო,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს