ლევან იოსელიანი - კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უფრო ადრე გადაედგა და სიტუაცია ესკალაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უფრო ადრე გადაედგა და სიტუაცია ესკალაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" სიტყვას დაიცავს და იმ ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება, საპროტესტო აქციებს არ გამართავს.

"სწორია მიღებული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილი ჰოსპიტალია, სადაც უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას. გორის ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობა უკეთ იქნება გამოკვლეული და დაცული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანი იმასაც ამბობს, რომ ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს და ორი პარტიის ბრძოლას ხალხის ინტერესები არ უნდა გადაჰყვეს.

"ხალხის ინტერესები ნამდვილად არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და "ქართული ოცნების" "ნაციონალურ მოძრაობაზე" გამარჯვება. ხალხს სხვა პრობლემები და წუხილები აქვს", - დასძინა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა