ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ლამანაშურში სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ლამანაშურში „სოფლის მხარდამჭერი“ პროგრამით გათვალისწინებული, სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პროგრამით ხოფურის თემის სოფლებში: ნანარსა და მაზაშში გარე განათება , ხოფურში-სკვერი, წიფლკაკიაში-მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ლამანაშურში-გზის დამცავი გაბიონი მოეწყო.

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა კრებაზე ირჩევს პრიორიტეტულ საკითხებს. პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, გარე განათება, სკვერების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების გზები, მინი სტადიონი და ა. შ აღნიშნულ პროგრამით ხოფურის თემის სოფლებში: ნანარსა და მაზაშში მოეწყო გარე განათება, ხოფურში-სკვერი, წიფლკაკიაში-მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ლამანაშურში-გზის დამცავი გაბიონი. ხოფურის თემისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამით 5 სოფელზე გამოყოფილი იყო 50 000 ლარი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფ. ლამანაშურში ამ პროგრამით გათვალისწინებული, სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს