ელენე ხოშტარია - გორის ჰოსპიტალი პრინციპულად მისაღებია ჩემთვის - ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი სწრაფად და გამჭვირვალედ დაიწყოს

"დროას" ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი პოზიცია, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით სააკაშვილისთვის სიურპრიზი არ არის.

მისივე თქმით, შიმშილობის დაწყებამდე ჰქონდა კონსულტაციები თუ რა შეიძლებოდა გამოსავალი ყოფილიყო ამ ვითარებაში და მისი პოზიცია გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით დაფუძნებული იყო ექსპერტებთან, კოლეგებთან საუბარზე.

„მე მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, რომ გორი პრინციპულად მისაღებია ჩემთვის, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის და მინდოდა სწრაფად ეთქვათ მისთვის ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის სიურპრიზი არ არის, მან იცოდა ჩემი ეს პოზიცია და სამწუხაროდ, ხელოვნური შეფერხება მოხდა, ვიმედოვნებ, რომ დამატებითი ბარიერებით არ შევაფერხებთ ამ პროცესს",- განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, რამდენად მისაღები იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალი, ხოშტარია აცხადებს, რომ ამ საკითხზე სააკაშვილის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ სხვადასხვა პოზიცია მოგვისმენია საჯაროდ, ამასთანავე, მე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ვერ ვისაუბრებ იმ კომუნიკაციაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ყველა ექსპერტთან გავლით და მე ეს წინასწარ გავაკეთე, რადგან როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, ზუსტად უნდა იცოდე ის „წითელი ხაზები“, რაც არსებობს, ეს არის მიზანშეწონილი, მე არანაირი უფლება არ მაქვს ვინმეს რამე მოვუწოდო და მე ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ მალე დაიწყოს და მან ამაზე თანხმობა განაცხადოს. მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ქვეყანაში მშვიდობაც საფრთხეშია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გვაქვს საშუალება გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, მაგრამ ამ გადაჩეხვის საფრთხიდან",- განაცხადა ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს