გიგა ბოკერია - მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შეწყვიტა შიმშილობა, იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი და სხვებიც შეუერთდებიან ამ გადაწყვეტილებას და შეწყვეტენ შიმშილობას

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი, თანმიმდევრული და კომპლექსური ბრძოლისთვის. ეს საწყენიც რომ იყოს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის, ჯობს, მათ რეალობა დავანახოთ სწორად, ვიდრე შევუქმნათ არასწორი მოლოდინი, რომელსაც შემდეგ დიდი იმედგაცრუება მოჰყვება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა და იმედი აქვს, რომ სააკაშვილი და სხვებიც ამ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან და შიმშილობას შეწყვეტენ.

„მე იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი და სხვა მოშიმშილეებიც შეწყვეტენ შიმშილობას. ასეთ რეჟიმთან ბრძოლაში ასეთ კონტექსტში საკუთარი თავისთვის ცაიტნოტის ჩართვა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიმაჩნია. ამასთან, პრაგმატულადაც მცდარად მიმაჩნია. ახლა ეს ამოცანა მიღწეულია - მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გადაყვანა მოხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, სამწუხაროდ, უფრო გრძელი და კომპლექსური ბრძოლისთვის, ვიდრე ჩვენ ეს გვსურდა. ეს საწყენიც რომ იყოს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის ჯობია, რომ რეალობა დავანახოთ სწორად, ვიდრე შევუქმნათ არასწორი მოლოდინი, რომელსაც შემდეგ დიდი იმედგაცრუება მოჰყვება. მთავარი ამოცანა გლდანის ციხიდან სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იყო და ეს მიღწეულია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს