„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე კარლ ჰარცელს შეხვდა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი 19 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს - კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, გააცნო ასოციაციის დაფუძნების დღიდან დღემდე განხორციელებული მიღწევები და ასევე საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესის, დავის რეგულირების ახალი მექანიზმის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ ასოციაციამ შეძლო მცირე ხანში დაემტკიცებინა პროფესიაში შემოსვლის სტანდარტი უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, მიეღო ეთიკის კოდექსი და დისციპლინირების წარმოების წესი რაც მომავალში იქნება გარანტი მედიაციის მაღალი სანდოობის.

„დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით უცხოელი ექსპერტის ჩართულობით შემუშავდა განგრძობადი პროფესიული განვითარების წესი, რომელიც ამოქმედდება 2022 წელს რაც კიდევ დამატებითი გარანტია იქნება პროფესიონალი მედიატორების და ხარისხიანი მედიაციის დამკვიდრების“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია შესაძლებლობას აძლევს ყველა მედიატორს აწარმოოს სამედიაციო პროცესი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისში, რომელიც ტექნიკურად აღიჭურვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ამასთან, ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვედ აღჭურვილი კომფორტული გარემო ხელს უწყობს ეფექტიანად მედიაციის განხორციელებას, რაც მედიაციის პოპულარიზაციას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიგეგმა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის" განხორციელდა ივნისის თვეში, რომელსაც დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისგან. წლის ბოლომდე კიდევ დაგეგმილია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ჩატარება.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა მოკლე პერიოდში სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მიღწეული შედეგები და მიმდინარე რეფორმები. მან მხდაჭერა გამოუცხადა ასოციაციას და უსურვა წარმატება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის