დავით ზალკალიანი - სად არის ფაქტები, რომელიც ჩვენი დასავლური კურსიდან გადახვევას ადასტურებს?! - ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს - ეს აბსურდია!

სად არის ფაქტები, რომელიც ჩვენი დასავლური კურსიდან გადახვევას ადასტურებს?! - ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს - ეს აბსურდია! - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ნარატივს ოპოზიცია ყველა არჩევნების წინ იყენებს, მაგრამ ყველა არჩევნებში მარცხდება.

როგორც ზალკალიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის 75%-ზე მეტი დასავლური კურსის მხარდამჭერია და მთავრობამ ამ კურსს რომ გადაუხვიოს, დასრულებულია.

„ის, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება; ის, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ნატოს ასპირანტი ქვეყანა; ის, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ფაქტიურად უკვე მოქმედებს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ეს ხომ ის კონკრეტული ხელშესახები შედეგებია, რასაც ბოლო რვა-ცხრა წლის განმავლობაში მივაღწიეთ?! მე თქვენ იგივე რიტორიკული კითხვით გიბრუნდებით, შეიძლება ნატოს მინისტერიალზე იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიპატიჟონ, რომელმაც დასავლურ კურსს გადაუხვია?! შეიძლება მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა დემოკრატიის სამიტზე იმ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური დაპატიჟოს, რომელმაც დასავლურ კურსს გადაუხვია?! შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც ანტიდასავლური კურსი აქვს, ნატოს ხომალდები - მეექვსე ფლოტის წამყვანი გემები შედიოდნენ და ამით იყოს გამოხატული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი?! ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რითაც ჩვენ ოპონენტებს ვპასუხობთ, ვინც ამბობს, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია - ეს აბსურდია!“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა