მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო დაეხმარა თავად სააკაშვილს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ მას სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შეესრულებინა

სახელმწიფო დაეხმარა თავად სააკაშვილს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ მას სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შეესრულებინა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე პირობის დადება უპრეცედენტოა.

„ალბათ, მსოფლიო ისტორიაში არ გახსენდებათ პრეცედენტი, როცა სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა ადამიანს კონკრეტული მოქმედების შესრულებისკენ და ამ კონკრეტულმა ადამიანმა პირობა დაადო სტრასბურგის მოწოდების შესრულებას", - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე უარყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან რაიმე წნეხი არსებობდა ამ პროცესში.

„ზეწოლა და წნეხი, რაც თქვენ ნარატივი გაქვთ, არ იყო, იყო გარკვეული მოსაზრებები გუნდის შიგნითაც, მთავრობის შიგნითაც იყო ამაზე განუწყვეტელი კონსულტაციები, გუშინ იცით, რომ პარლამენტართა ჯგუფი საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში იყო შესული ციხის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, მათი რეკომენდაციაც იყო, მაგრამ მათი რეკომენდაცია არ ყოფილა იმგვარი, რომ იქ შეუძლებელია პატიმრის ჯანმრთელობის მართვა. ციხის საავადმყოფოს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის, ისეთი, რომლის მეათედიც კი შეიძლება სხვა დაწესებულებას არ ჰქონდეს",- განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ პროვოკაციის რისკი იქ მინიმიზებული იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს