გიგა ბოკერია - სააკაშვილის გადაყვანა ჰოსპიტალში სამკურნალოდ იმ დიდი ზიანის შემდეგ, რაც მიიღო მისმა ჯანმრთელობამ, არის ადეკვატური, თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ივანიშვილის რეჟიმის მავნებლურ ქმედებებს

ამ რეჟიმის იმედზე, რომ გონივრულად მოიქცეს, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება მოიქცეს ისე, რაც ვნახეთ ამ კვირების განმავლობაში, რომ ის ცდილობს სწრაფად შედეგი თუ არ დადგება, ამით გამოიწვიოს იმედგაცრუება საზოგადოებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვიოს.

„მე ვთვლი, რომ ეს ვითარება არის საფუძველი, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად, შიმშილობის შეწყვეტის, სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას მხრიდან, რაც მან უკვე განაცხადა ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. ამ რეჟიმის იმედზე, როდის ჩათვლის, რომ საერთაშორისო წნეხი ან ქვეყნის შიგნით სიტუაცია საკმარისია, რომ გონივრულად მოიქცეს არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება მოიქცეს ისე, რაც ვნახეთ ამ კვირების განმავლობაში, რომ ის ცდილობს სწრაფად შედეგი თუ არ დადგება, ამით გამოიწვიოს იმედგაცრუება საზოგადოებაში, ეს არ უნდა დავუშვათ ამიტომ, გადაყვანა ამ ჰოსპიტალში სამკურნალოდ იმ დიდი ზიანის შემდეგ, რაც მიიღო სააკაშვილის ჯანმრთელობამ არის ადეკვატური, ეს არანაირად არ ცვლის იმას, რომ ეს ამაზრზენი ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად დამაზიანებელი საქციელი ამას რაიმე გაანეიტრალებს ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მანკიერი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ მშვიდობიანად, მოთმინებით და თანმიმდევრულად, ოღონდ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ იმპულსური ნაბიჯებით მეორე მხრიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა