"60+ კლუბმა" რუსთავში მედიცინის დოქტორ მაია გოთუას და ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს უმასპინძლა

გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა მუნიციპალურმა სერვისმა „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

მათივე ცნობით, "60+ კლუბის" წევრებთან, ვაქცინაციის რაობაზე და მის როლზე პანდემიის დამარცხების საქმეში ისაუბრა მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ. ხოლო ცნობილმა ფოტოგრაფმა, ნათელა გრიგალაშვილმა, კი "60+ კლუბის" წევრებს თავისი ნამუშევრები გააცნო.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და "ლიბერთი ბანკი". ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. "ლიბერთი ბანკი" 2020 წლიდან არის რუსთავის "60+ კლუბის" აქტიური მხარდამჭერი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა