ბაჩუკი ქარდავა - რუსეთის და საქართველოში მისი დამქაშების გეგმა, მოეკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც მოჰყვებოდა დესტაბილიზაცია და ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, ვერ შესრულდა

რუსეთის და საქართველოში მისი დამქაშების გეგმა, მოეკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც მოჰყვებოდა დესტაბილიზაცია და ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, ვერ შესრულდა, - ამის შესახებ "ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას" წევრმა ბაჩუკი ქარდავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ამ ეტაპზე მიღწეულია, მაგრამ ეს არ ყოფილა მათი საბოლოო მიზანი.

"მე შეგახსენებთ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მისი მიზანი იყო თავისუფლება და სამართლიანობა და წართმეული ხელისუფლების ხალხისთვის უკან დაბრუნება, ანუ გაუქმებული არჩევნების აღდგენა. ბრძოლა ამ მოთხოვნებისთვის კვლავ გრძელდება, ამ ეტაპზე იძულებული გავხდით ტაქტიკური ცვლილება შეგვეტანა ამ ბრძოლაში და ერთი ადამიანის სიცოცხლე გვეხსნა. ერთი ადამიანის გადარჩენა გამარჯვებაა და ასევე ვართ დარწმუნებული, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ და ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთის დავალებით მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ქარდავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელმაც პარლამენტში 17 დღე იშიმშილა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა, შიმშილობა შეწყვიტა დანარჩენმა 9 დეპუტატმაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო