გიორგი ჩახუნაშვილი - მე დიდი მადლობა გადავუხადე ტიკარაძეს და სერგეენკოს დღეს, მანამდე ვეუბნებოდი, გადადექით-მეთქი

ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ ნიშნავს გაწკრიალებულ ოთახს, შიგნით შეყრილ აპარატურას და თუნდაც მოსიარულე თეთრხალათიან პიროვნებებს, - ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ჩახუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სათანადო პირობები არ იყო.

„ეს მთელი გუნდია, ჩემს კლინიკაში ამას წლების განმავლობაში ვაწყობდით, გუნდსაც აქვს მნიშვნელობა. ის არ იყო რეანიმაცია, ის იყო რაღაც დადგმული სპექტაკლისთვის, სადაც განწირული შედეგი შეიძლება გვქონოდა ჩვენ, ის არაფერი არ იყო, ყველამ გავიგოთ, აპარატურა, შეღებილი კედლები...

მე დიდი მადლობა გადავუხადე ტიკარაძეს და სერგეენკოს დღეს, მანამდე ვეუბნებოდი, გადადექით-მეთქი. მაგათ თქვეს თვითონ, რომ ეს ავადმყოფი უნდა იყოს გადაყვანილი. ბატონმა დავითმა დღეს ბრძანა, მე რომ ვიყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მრავალპროფილურ კლინიკაში გადავიყვანდიო. პროფესიონალური სიტყვა თქვა მან”, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს