დღეიდან თბილისში მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება. „ახალი მარშრუტები ემატება იმ უბნებს, იმ ქუჩებს, იმ რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს არის N421, N441, N443, N446 მიკროავტობუსების მარშრუტები. ესენია- მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელი დიღმის შიდა ქუჩების, ასევე, სოფელ თელოვანთან და დიდგორთან დამაკავშირებელი მარშრუტები.

ასევე, ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩებზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, მარშრუტები N454 და N494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულს N54 და N104 მარშრუტებს. ყველა მარშრუტზე იმოძრავებს ახალი, ლურჯი ფერის მიკროავტობუსები. წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვაქვს სააბონემენტო სისტემა, ასევე, ამოქმედდება ინტეგრირებული ტარიფი, რომელიც მიკროავტობუსებზეც გავრცელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.

N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.

N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.

N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.

N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს - N54.

N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ამავდროულად ჩაანაცვლებს მარშრუტს - N104.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო