20 ნოემბერი ფერმერის დღეა

„თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და ეს თქვენი დამსახურებაა“,- ამ სიტყვებით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფერმერებს.

ლევან დავითაშვილმა ფერმერებს მათი დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და ეს თქვენი დამსახურებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის. სახელმწიფო, თავის მხრივ, თქვენი მუდმივი მხარდამჭერია. სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა ის პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, თითოეული თქვენგანის წარმატების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმატების მიზანს ემსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წელს დაარსდა და ყოველი წლის 20 ნოემბერს სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით, გამოფენა-გაყიდვებით, წარმატებული ფერმერების დაჯილდოებით აღინიშნება. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები არ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო