ნათია თურნავა - ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა

ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სოფელ ნატახტარში საწარმოს გახსნის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით.

„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია და რაც მთავარია, ასაქმებს 100-მდე ადგილობრივ მცხოვრებს. ვულოცავ ინვესტორებს, საქართველოს და ჩვენს სამინისტროს ამ წარმატებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის“ საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა.

„კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის“ ახალი საწარმო მომხმარებელს, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა