ადვოკატი - სახელმწიფოს მხრიდან მეგის ქარდავა თავიდანვე მოხსენებული იყო როგორც მწამებელი, მათი მხრიდან იმის დადასტურება, რომ რამე წამებაში მონაწილეობდა, პლუსების დაწერას წარმოადგენს

სახელმწიფოს მხრიდან მეგის ქარდავა თავიდანვე მოხსენებული იყო როგორც მწამებელი. შესაბამისად, მათი მხრიდან იმის დადასტურება, რომ მეგის ქარდავა რამე წამებაში მონაწილეობდა, მათთვის პლუსების დაწერას წარმოადგენს. ამით ხალხს აჯერებენ, თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეს, რომელიმე კონკრეტული პარტია, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებზე.

ადვოკატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად მეგის ქარდავას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, თვითონ ქარდავაც მიიჩნევს, რომ ამ კადრების გამოქვეყნება სწორედ პოლიტიკური დევნის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ბრალდებული უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ისე სრულიად სასამართლოს, გამოიყენა თავისი უფლება და აღნიშნულ საქმეზე ჩვენება არ მისცა.

„ვინაიდან კადრების მოპოვება, აღმოჩენა არის სრულიად უკანონო და გასაოცარი, შინაარსზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისიც კი არ წარმოუდგენია პროკურატურას თუ ვინ არიან ეს პიროვნებები. გარდა ამისა, აღნიშნული კადრების გაყალბების ძალიან დიდი ეჭვია, სხვა თარიღია მითითებული და რეალურად სხვა რამეს ამბობენ და ეს სწორედ იმ სიყალბის ნაწილია, რაც მეგის ქარდავას მიმართ პოლიტიკური დევნის შემადგენელია ნაწილია“, - აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, ნახა თუ არა თვითონ მეგის ქარდავამ პროკურატურის მიერ გავრცელებული აღნიშნული კადრები, ადვოკატი განმარტავს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის, რადგან ამ საკითხზე არ უსაუბრია ქარდავასთან იმ მიზეზით, რომ ბრალდების მხარეს დაცვის მხარისთვის ოფიციალურად არ გადაუცია ეს კადრები და არც დოკუმენტაცია თუ როგორ მოიპოვეს ის.

„ეს კადრები რასაც შეეხება, აქ ვინმეს ამოცნობა ვინმემ თუ შეძლო, არ ვიცი. მე პირადად არ მინახავს, მაგრამ დადონ ექსპერტიზის დასკვნა, რომ კადრებში მონაწილე პიროვნება ნამდვილად შეიძლება იყოს რომელიმე კონკრეტული პიროვნება“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად მეგის ქარდავას პოზიციას, თუ რას ფიქრობს ის ყველა იმ საქმეზე, რომელშიც ის წამების კუთხითაა ბრალდებული, როგორც ადვოკატი განმარტავს, ქარდავა მიიჩნევს, რომ ყველა ეს საქმე პოლიტიკური დევნის ნაწილია და იარაღად გამოყენებული არიან დაზარალებულები და მოწმეები.

„სახელმწიფოს მხრიდან მეგის ქარდავა თავიდანვე მოხსენებული იყო, როგორც მწამებელი. შესაბამისად, მათი მხრიდან იმის დადასტურება, რომ მეგის ქარდავა რამე წამებაში მონაწილეობდა, მათთვის პლუსების დაწერას წარმოადგენს. ამით ხალხს აჯერებენ თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეს რომელიმე კონკრეტული პარტია. სწორედ ამ კადრებით უნდათ დაანახონ ხალხს, რომ თითქოს ძალადობრივი რეჟიმი იყო და არ მოხდეს ამის განმეორება, თორემ მეგის ქარდავას საქმეები წლებია მიმდინარეობს და არავის განხსენებია. მხოლოდ ახლა ხდება კადრებისა და დაკითხვების წამოწევა, რაც უკავშირდება იმას, რომ ამით სხვადასხვა გარემოებების გადაფარვა ხდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

აღნიშნულ ეპიზოდზე მეგის ქარდავას საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა, ალექსანდრე მუხაძე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა