ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სასახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა მოქალაქე აიცრას.

"პირველ რიგში, ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე. ესენი არიან: ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება, ალბათ, ბრძანება ყველა მოქალაქეზე. გუშნდელი მონაცემებით აცრილია 90 ათასი ადამიანი. 100-110 ათასი დოზა კიდევ არის. სახელმწიფო ვაქცინა უფასოა.

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება, რომ ყველა აიცრას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფები. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით, ყოველკვირეული მონიტორინგი გვაქვს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა