სახალხო დამცველის მოადგილე მიიჩნევს, რომ „ალტ-ინფოს“ პარტიის არსებობა „ეროვნული სირცხვილია“

რუსეთი ოკუპანტია და „ალტ-ინფოს“ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მიერ „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, „მაგრამ არ სჯის შსს და პროკურატურა“.

„ ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით, ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს; მთავრობას; 30 დეპუტატს; ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად”,- წერს ბუჯანაძე.

ცნობისთვის, „ალტ-ინფომ“ კონსერვატიული მოძრაობა დღეს დააფუძნა. პარტიის დამფუძნებლები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები. პარტიის თავმჯდომარედ დამფუძნებელ ყრილობაზე ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო