მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით ბიზნესსექტორთან შეხვედრას განაგრძობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ე.წ. "მწვანე სტატუსი/პასპორტის" კონცეფცია გააცნო და მისი აღსრულების შესაძლო მექანიზმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის გზებსა და ამ მიმართულებით ვაქცინაციის აუცილებლობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასტუმროს წარმომადგენლებმა "მწვანე პასპორტთან დაკავშირებით" მმართველი გუნდის წევრებს საკუთარ მოსაზრებები გააცნეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა წინადადებებს და მოსაზრებებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გააცნობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრებს მწვანე პასპორტის ამოქმედების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების წარმომადგენლებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების" ამოქმედების თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უკუკავშირი, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოტივაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება სწორად ვმართოთ „მწვანე პასპორტების" ფორმატით სტუმრების მიღება. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესის ხმა მივიტანოთ საკოორდინაციო საბჭოზე და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ეპიდვითარების დასტაბილურებას და ეს იქნება მისაღები საოპერაციო პირობები ბიზნეს სექტორისთვის"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მედეა ჯანაშვილი აღნიშნავს, კერძო სექტორთან აქტიურად განიხილავენ „მწვანე სტატუსის" პროექტის ამუშავებას.

„კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად განვიხილავთ „მწვანე სტატუსის" პროექტის ამუშავებას, შესაბამისად, მათგანაც ვისმენთ დამატებით არგუმენტებსა და მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული და შედეგის მომტანი, რომელსაც შესაბამის უწყებებთან გავივლით", -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა

ამასთან, ბექა ბერაძე განმარტავს, რომ შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს „მწვანე პასპორტის" აღსრულებას.

„ვაგრძელებთ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, თუ როგორ განხორციელდება აღსრულების მექანიზმი პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე ზონების" და „მწვანე პასპორტის" კონცეფციით.

როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს აღსრულებას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ როგორი ტიპის იქნება აღსრულება და რა მოთხოვნები იქნება შრომის ინსპექციის მხრიდან და რა ტიპის ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს ამით, იმისთვის რომ მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ და ვირუსის გავრცელება იყოს აღკვეთილი ამ კუთხით", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ანალოგიური შეხვედრა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა