გიგი წერეთელი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ავტორიტეტული სენატორების განცხადების სიმწვავე

გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მიმართ ამგვარი შეფასებებია, იმ ადამიანების მხრიდან ვინც ბედნიერი იქნებოდა საქართველოს რეფორმებში და წინსვლაში დაუჭიროს მხარი და არა მოუწოდოს, რომ იყოს სამართლიანი სასამართლო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე ექცეოდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც წერეთელი ამბობს, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ავტორიტეტული სენატორების განცხადების სიმწვავე და ყველაფერს აკეთებდეს სიტუაციის გაუმჯობესებას.

„წამყვანი, ავტორიტეტული სენატორების განცხადება, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მწვავეა ამ განცხადების შინაარსი, მაგრამ მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მიმართ ამგვარი შეფასებებია, იმ ადამიანების მხრიდან ვინც ბედნიერი იქნებოდა საქართველოს რეფორმებში და წინსვლაში დაუჭიროს მხარი და არა მოუწოდოს, რომ იყოს სამართლიანი სასამართლო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცეოდნენ ასე და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებდეს. არ მგონია, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს“,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და მის მიმართ მოპყრობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. სენატორები მთავრობას მოუწოდებენ, პრიორიტეტი მიანიჭოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა