მზეჭაბუკ მახარაძემ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მზეჭაბუკ მახარაძემ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სერბეთის ქალაქ ზრენიანინში 28-ე მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში გაიმართა, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მონაწილეობა მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა, მზეჭაბუკ მახარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეში + 80 კგ. წონით კატეგორიაში.

მზეჭაბუკ მახარაძე არის მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-მდე მედალი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს