ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე - იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება

იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა სანდრო ცისკარიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ძალიან ყურადღებით უნდა მოხდეს. ცისკარიძის თქმითვე, მოდუნების და დამშვიდების ეტაპი ჯერ არ არის.

„ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია, დაწერილია, ამ შემთხვევაში ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა ამაზე იმსჯელეს, მკურნალ ექიმებთან შეათანხმეს. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა, გარკვეული ცვლილებები რჩება, ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს სპეციფიკური კლინიკიკური სიმპტომოკომპლექსია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ცხადია არა, უნდა იყოს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება. ამის ფონზე ველოდებით შემდგომში იმას, რომ გართულებების თავიდან აცილება მოხერხდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჯერჯერობით რასაკვირველია, ამისგან სრულად გარანტირებული არ ვართ“, - განცხადა ცისკარიძემ.

სანდრო ცისკარიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა