მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კონსილიუმის წევრები დღეს დასკვნას დაწერენ

კონსილიუმის წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე შეაჯამეს საერთო მდგომარეობა და დღესვე დაწერენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი იხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან კონსილიუმის წევრებმა განუცხადეს.

სწორედ კონსილიუმის აღნიშნული დასკვნის თანახმად გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია.

როგორც კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა უკეთესია. მისივე განმარტებით, შეაფასეს პაციენტის თერაპიული სტატუსი, დასახეს ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შეიმუშავეს მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები.

ამასთან, ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე იმედოვნებს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება. მისივე თქმით, ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ცისკარიძის თქმით, გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო