ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი მამა ათინოგენე - კაცი, რომელიც არის ცრუ, წირვას ატარებს - მეუფე სტეფანეს არცერთი ადგილობრივი არ იღებს

მეუფე სტეფანეს არცერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, აქ არცერთი ადამიანი არ იღებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა მამა ათინოგენემ განაცხადა.

მისი თქმით, ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს ჩოხოსნები და პოლიცია ძალის საჩვენებლად მიჰყავს.

"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგეწიოთ წმინდა ანგელოზთა ლოცვა, შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ყველას.

რაც შეეხება ამათ მოსვლას, კიდევ ერთხელ ვამბობ კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არცერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არცერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ, "კაზაკები" რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მოლოდინი რა უნდა მქონდეს, კარგის არაფრის. პირველ დღეს, როდესაც "კაზაკებთან" ერთად "მილიცია" იყო შესული და გამოყარეს მონაზვნები იქიდან, იგივეს გააკეთებენ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ ",- განაცხადა განკვეთილმა მამა ათინოგენემ.

დღეს, მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ. წირვას ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აღავლენს. მეუფე სტეფანეს ადგილზე განკვეთილი ბერები პროტესტის ნიშნად შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იმყოფებიან ჩოხოსნები და მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა