მეუფე სტეფანე - ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა

ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა , - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომელსაც წაჩხურუს მამათა მონასტერში განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, არავის ებრძვის, არამედ ლოცულობს მათთვის.

"გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ",- განცხადა მეუფე სტეფანემ.

დღეს წაჩხურუს მამათა მონასტერში წირვა-ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. მას თან ახლდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. წაჩხურუს მამათა მონასტერში მეუფეს ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერ-მონაზვნები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები წაჩხურუს ტაძარში მას შემდეგ იმყოფებიან, რაც სალხინოს მონასტერი დაატოვებინეს. განკვეთილი სასულიერო პირები ასევე იმყოფებიან ბალდის ტაძარში და ამბობენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა