,,საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების სისტემური დოკუმენტირების" ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

22 ნოემბერს, ,,საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების სისტემური დოკუმენტირების" ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაიცით, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიებაზე განხილული იქნება ამ ფენომენთან ბრძოლის პრიორიტეტული მიმართულებები.

„ანგარიში მოიცავს ქვეყანაში სიძულვილის ენის ელემენტებისა და დინამიკის მიმოხილვას და ასევე, ყველა დაინტერესებული მხარისთვის რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება. ანგარიში ეხმიანება ევროპის საბჭოს რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია No. 15-ს, რომელიც ხაზს უსვამს სიძულვილის ენის დაძლევის ყოვლისმომცველი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატვის თავისუფლების უფლების სხვა უფლებებთან, განსაკუთრებით სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფების უფლებებთან, შეჯერების აუცილებლობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუ უხელმძღვანელებს. ხოლო ღონისძიებას გახსნიან ევროპის საბჭოს ინკლუზიური და ანტიდისკრიმინაციული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ირენა გუიდიკოვა და საქრთველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა