გალერეაში '' წითელი კვადრატი'' მხატვარ კახა ესებუას ნამუშევრები გამოიფინა. მხატვარი სიურეალისტის კახა ესებუას პერსონალურ გამოფენა თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნა და მისი ფერწერული ნამუშევრები გალერეაში '' წითელი კვადრატი'' 25 ნოემბრამდე დარჩება.
''სიურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციებისა და ილუსტრაციებისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სურეალიზმის სწავლა და სურეალისტად ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ - პოეტური ერუდიცია და ინტელექტი'',- აცხადებს ფერმწერი.
კახა ესებუა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდის ##### მდე სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს. "მთავარი ის კი არ არის რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული'',- აცხადებს მხატვარი.
კახა ესებუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქოდნა - 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.