ექიმი ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულებები არ აღენიშნება

სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც ექიმმა ელენე გიორგაძემ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულებები არ აღენიშნება.

„როდესაც ადამიანი შიმშილობას წყვეტს, პირველი 3 დღე კრიტიკულად ითვლება, მერე 2 დღე არის საყურადღებო. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე დღე. მოგეხსენებათ, მთელი დღე აქ ვიყავით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხვალ დილიდან ისევ აქ ვიქნებით“,- განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს წნევა აღენიშნებოდა, რომელიც ამჟამად დარეგულირებულია.

„დღეს წნევა სტაბილური ჰქონდა, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ მოდის მისი პირადი ექიმი, მას აქვს გაცილებით უფრო მეტი უფლება ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ვინაიდან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც მის მკურნალობაში ვმონაწილეობთ, არ შეგვიძლია დაწვრილებით ვისაუბროთ მის ანალიზებზე. ამის უფლება მარტო პირად ექიმს აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად საშიში პირველი 3 დღე იყო.

„ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა, ახლა გართულებები ნამდვილად არ აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

ექიმმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ასრულებს.

„პირველი დღიდან ექიმების მიმართ პაციენტს აქვს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ძალიან დიდი პატივისცემა და მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია შეხვედრა. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომ არ მოსწონდეს რასაც აკეთებ, მაინც მოგყვება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო