ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი

2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება, დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც, ასევე, ისტორიული მაქსიმუმია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს პირველი 9 თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ, ასევე, მოვამზადეთ ახალი პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობაში გვაქვს ჩვენ ძალიან სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომელსაც იანვრიდან გავაფართოვებთ ამ მასშტაბებს. ამას გარდა, მე უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის მიმართულებით, წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა