შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა

მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მისი გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, თუმცა, სააკაშვილი როგორც გლდანის, ასევე რუსთავის დაწესებულებაშიც სათანადო სამედიცინო დახმარებას იღებდა.

"საერთო ჯამში, იმ 50 დღის განმავლობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მე-12 და შემდეგ მე- 18 დაწესებულებაში გაატარა, არ ყოფილა არც ერთი წუთი, როცა მას არ მიეღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში ყოფნას თუ მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ერთ- ერთი მიზეზი იყო ის მიდგომა, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გაწირა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის დეპუტატებს წირავდა, ვინც მის გამო შიმშილობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, ესეც ერთ- ერთი განმაპირობებელი საკითხი იყო ამ გადაწყვეტილების,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს