„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შატო მუხრანში, TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის და იდეის შესახებ მოუყვნენ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში ნათქვამი, TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

„ღონისძიების ტრანსლაცია TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვ.

სპიკერებს შორის იყვნენ: გიორგი მაჭარაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და მთარგმნელი, ტბელ აბუსერიძე - ფოტოჟურნალისტი, ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და სოლო მოგზაური , რუსუდან ინალიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტი, ქოფირაითერი და პირველი ქართული plus-size ბლოგის შემქმნელი , თეიმურაზ თეთრაშვილი - კონტენტ ფროდაქშენ სტუდიო “სამსარას” დამფუძნებელი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გოჩაშვილის თქმით, რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი TEDxYouth@Tbilisi-ს უწევს პარტნიორობას. მისივე განმარტებით, თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.

„სტუდენტების ხელშეწყობა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა.

TEDxTbilisi-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა საქართველოს ბანკს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში ეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა TEDxYouth@Tbilisi-სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში“, - განაცხადა მერი გაბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა