პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 25 ნოემბერს დაიწყება

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველ კანდიდატთან ინტერვიუ 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატთან - 16:00 საათზე.

იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ჰყავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში - 33 წუთი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს