ლაშა დამენია - ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის მიმართ ამგვარი აგდებული დამოკიდებულება, ხაზს უსვამს იმას თუ როგორ უყურებს ის სახელმწიფოს და ხალხს

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, უცხოური სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, ბერმუდის სასამართლოში „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას.

„იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ასეთი აგდებული დამოკიდებულება აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე თუ რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად სახელმწიფოს და ხალხის მიმართ და მნიშვნელოვანია ამის დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მარიონეტების გუნდი, რომელიც იმართება თოჯინებივით ბიძინა ივანიშვილის მიერ,“ - განაცხადა ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბერმუდის სასამართლოსთვის „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას ასახავს. ჩვენებაში ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართუში“ მუშაობის პერიოდსაც ახსენებს და თავად ღარიბაშვილს შემდეგნაირად ახასიათებს:

„ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ფინანსისტი. წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე - ჩამოდიოდა დელეგაცია და მას უნდოდა დროის შეთანხმება, იყო ფულის გადარიცხვა და ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე დარჩენილი თანხები“, - აცხადებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილი, ხოლო შეკითხვაზე, რამდენად ჰყავდა ირაკლი ღარიბაშვილი „მდივანივით“, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: „რაც გინდათ ის დაარქვით, რა სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს