რომან გოცირიძე - ივანიშვილმა ყველაფერი სწორი თქვა - ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს არც ფინანსებზე, არც ეკონომიკაზე, არც სამუშაო ადგილებზე

როგორ არ დავეთანხმოთ იმ ბრძენ კაცს, როგორც ივანიშვილს ღარიბაშვილი მოიხსენიებს - ყველაფერი სწორი თქვა ბერმუდის სასამართლოს მოსამართლისთვის ჩვენების მიცემისას - ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს არც ფინანსებზე, არც ეკონომიკაზე, არც სამუშაო ადგილებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე მთლიან შიდა პროდუქტზე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და მას სისულელე უწოდა. რაც შეეხება სამუშაო ადგილების შექმნაზე ღარიბაშვილის განცხადებას, გოცირიძე მას ურჩევს, კომპიუტერში „საქსტატის“ მონაცემებს ჩახედოს.

„ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ათიათასობით სამუშაო ადგილებს შევქმნითო, ათი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია, საქართველოში ბოლო 5 წელში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა 67 ათასით, ბატონო ღარიბაშვილო ჩაიხედეთ, კომპიუტერი ხომ გაქვთ, დააჭირეთ ღილაკს და ნახეთ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველივე გვერდზე დასაქმების ნაწილში წერია ეს, რომ 67 ათასით ნაკლები სამუშაო ადგილია 2015 წელთან შედარებით და ყოველწლიურად მცირდება, რომელი ათი ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზეა საუბარი? ასევე მეორე დიდი სისულელე - მთლიანი შიდა პროდუქტი ისტორიულ მასშტაბებს მიაღწევსო, 65 მილიარდი ლარი გახდებაო, თუ ინფლაცია წელიწადში 100 პროცენტი იქნება, ლარი დოლართან ათჯერ იქნება გაუარესებული, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გახდება 650 მილიარდი, ისტორიული იქნება, კუპონის დროინდელს დაეწევა, იმ დროს, როცა ერთი დოლარი ერთი მილიარდი კუპონი ღირდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეა. რატომღაც მე მომაწერენ ამას, როცა ცოცხალი ადამიანი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც ყველა მილიონერი გახადა საქართველოში. არაფერს ნიშნავს 65 მილიარდი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო