თბილისში მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა გაიმართა

თბილისში People in Need საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, თბილისის მერიასა და კავშირი ასოციაცია „აგორა“-სთან თანამშრომლობით მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი იყო თაფლისა და თაფლის პროდუქტების ფართო არჩევანი.

„მეფუტკრეებსა და სტუმრებს ჰქონდათ საშუალება გაეცნონ ბაგების ცენტრის 2022 წლის გეგმებს სერვისის შეთავაზებებისა და საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით. ამასთან, ბაგების ცენტრის ინიციატივით და დარგის ექსპერტების ჩართულობით, მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის დროს წარმოდგენილი იყო ცენტრში მიმდინარე ტრენინგების შედეგად, SWOT ანალიზის საშუალებით მიღებული საჭიროებების პრეზენტაცია. სტუმრად მოწვეულ სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაეცნონ არსებულ გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად დაიგეგმოს სამომავლო სამუშაო ნაბიჯები. მსგავსი შეხვედრის ორგანიზებით, ბაგების ცენტრი ადვოკატირებას გაუწევს დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს სხვადასხვა დონეზე, ხელს შეუწყობს გამოიყენონ ცენტრის შესაძლებლობები და სივრცე, როგორც პლატფორმა სიახლეების ინიცირებისათვის მეფუტკრეობაში. Bagebee-ის მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need“ საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით. BageBee Centre-ის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება სასოფლო/საქალაქო კავშირს, მდგრად სოფლის მეურნეობასა და ,,თბილისი, როგორც მწვანე ქალაქის“ ხედვას; BageBee Centre-ის მთავარი პრინციპებია გარემოს დაფასება, მდგრადი რესურსის გამოყენება და ეკონომიკური ზრდა; BageBee Centre-ის მთავარი მიზანია ემსახურებოდეს ძირითად როლს საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ზრდაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო