კახა კალაძე - საჭიროა, ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო, გავატანოთ წარსულს

აუცილებლად, საჭიროა, რომ ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში იქნება საახალწლო სოფელი და კონცერტები.

„აუცილებლად, საჭიროა, რომ ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს. ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით ველოდებით მომავალ წელს.

იქნება ძალიან ლამაზი ახალი წელი, მორთული იქნება ჩვენი დედაქალაქი, იქნება საახალწლო სოფელი, კონცერტები, იქნება სასიამოვნო დღეები, როგორც პატარებისთვის, ყველა თაობისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო