ჯანდაცვის სამინისტრო - წამახალისებელი ღონისძიების დაწყებამდე პერიოდთან შედარებით, აცრების რაოდენობა 321%-ით გაიზარდა

საქართველოში 15-21 ნოემბრის პერიოდში, ჯამურად, 15,217- 60 წელს გადაცილებული მოქალაქე აიცრა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 38.00%-ით მეტია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა რეგიონებში. მაგალითისთვის, წამახალისებელი პროგრამის დანერგვამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, ბოლო 7 დღეში ვაქცინაციის მიმართვიანობა შიდა ქართლის რეგიონში 643.41%-ით გაიზრდა. ამავე რეგიონში, წინა კვირასთან მიმართებით, 50.08%-ით მეტი ადამიანი აიცრა.

უწყების ცნობით, 543.79% -იანი ზრდა დაფიქსირდა გურიის რეგიონში, სადაც 15-21 ნოემბრის პერიოდში 985 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქე აიცრა, აღნიშნული, წინა კვირასთან მიმართებით, 67.80%-ით მეტია.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, იმუნიზაციის პროცესში პენსიონერი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიურად ერთვებიან. წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, გასული 7 დღის განმავლობაში, 467.65%-ით მეტი აცრა ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. 405.88%-იანი ზრდა ფიქსირდება ქვემო ქართლში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 401.99%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა