ბადრი ჯაფარიძე - რასაც დღეს პრემიერი ამბობდა, სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგია - ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, არასერიოზული განცხადებაა

ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა, - ამის შესახებ " ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სოციალურ შემწეობას დამოკიდებული, გაღატაკებული ადამიანების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.

"ეს არის მოსახლეობის გაღატაკების გაგრძელების ბიუჯეტი. დღეს, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა, ეს არის სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგი. ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ჩვენ გვქონდა ინიციატივა შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ადამიანები სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ვერ ბედავენ სამუშაოს დაწყებას, თუმცა, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდით ეს სოციალური დახმარება, მუშაობის დაწყების შემდეგ და მერე მოეხსნათ, როცა მათი მდგომარეობა დასტაბილურდება. დღეს ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობაა და არა ის, რომ ვინმეს მუშაობის დაწყება ეზარებოდეს", - განცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივას ონლაინ კაზინოების მუშაობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე ამბობს, რომ კაზინოებმა ძალიან დიდი უბედურება მოუტანა მოსახლეობის დიდ ნაწილს და „განსაკუთრებით, ონლაინკაზინოების შეუზღუდავმა წვდომამ”.

„კაზინოების შემოსავლებიდან ძალიან მცირე ნაწილი შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა შემოდიოდეს. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების მართვის არსებობამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაზარალდა, განადგურდა, გაღატაკდა. ონლაინკაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსატანი თანხა უნდა გაიზარდოს და ის მთლიანად განათლების სისტემის რეფორმისკენ და მისი გაუმჯობესებისკენ მიემართოს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება