კახა კალაძე - ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა - ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ

თბილისის მერიის მიერ დაახლოებით, 5 000 ადამიანი პროფესიულად გადამზადდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

„მე ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს. ზუსტად ვიცით ბიზნესსექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ გადამზადების კურსების გავლის შემდეგ ადამიანები დასაქმდნენ. ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა