კენიაში არავაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვები წესდება

კენიელებს აეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და სამთავრობო შენობებში არსებული მომსახურებებით სარგებლობა 21 დეკემბრიდან, თუ ისინი სრულად არ იქნებიან აცრილები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აკრძალვა შეეხება ავტობუსებს, ტაქსებს, მატარებლებსა და შიდა ფრენებს. ასევე, ადამიანები ვერ შეძლებენ საავადმყოფოებსა და ციხეებში ვიზიტს, სამთავრობო დაწესებულებებისა და სერვისების განათლების, იმიგრაციისა და საგადასახადო მიზნებისთვის გამოყენებას.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კენიაში მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია აცრილი და გამოყოფილი 10.7 მილიონი დოზიდან მხოლოდ 6.4 მილიონი დოზა არის გამოყენებული. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. საშუალოდ ყოველ დღე 59 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მთავრობის მიზანია დეკემბრის დასასრულისთვის 10 მილიონი ადამიანი სრულად იყოს ვაქცინირებული, რაც მთელი მოსახლეობის 20%-ია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა