„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

დმანისსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სოფელ საყდრისთან გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად მილსადენი დაზიანდა.

“გაცნობებთ, რომ წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის 300მმ მაგისტრალური გაზსადენის 64-ე კმ-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა მილსადენი. ამ ვითარების გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა დმანისსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს. შესაძლოა, შეფერხებები შეიქმნას წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური სამსახურები აქტიურად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება საუშაოების დასრულებისთანავე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს