ექიმი - ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ხვალიდან საკვების მიცემა იგეგმება

“ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ქანთარიას ინფორმაციით, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელენე ხოშტარია ამ ეტაპისთვის საკვებ დანამატზე იმყოფება, კლინიკიდან გაწერაზე საუბარი კი ჯერ არ მიმდინარეობს.

ექიმის ინფორმაციით, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები.

" ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვიტალური პარამეტრები გაკონტროლებულია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შემდგომი კონტროლით და ისევ კორექციით.

რაც შეეხება კვების საკითხს, ჯერ საკვებზე არ გადასულა. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად , ამიტომ საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი რისკები გვაქვს, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები, როგორც ელექტროლიტური. ასევე სხვა " ,- აღნიშნავს ქანთარია.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა