ირაკლი ზარქუა - რა დროს რევოლუციური სცენარებია - ვინც განსხვავებული მიდგომა იცის ქვეყნის განვითარების, ველოდებით პარლამენტში

რა დროს რევოლუციური სცენარებია, არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვეს და წააგეს, მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს მხარს რევოლუციას და უნდა გაიგონ, შეიგნონ და გადაეწყონ, მაგრამ რა უნდა გადაეწყონ, ეს იციან ეტყობა მარტო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ოპოზიციას ურჩევს პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში იმუშაონ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვისი გუნდიდან იქნება მერი, მოსახლეობის პრობლემებზე ერთად მუშაობაა საჭირო.

„სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებებს აღარ გავაკეთებ, ის რისკი რაც იყო, მოხსნილია, გადაყვანილია, შესაბამისად იმკურნალებს. რაც შეეხება ოპოზიციას, სამომავლო გეგმები თვითონ არ იციან, მე რა უნდა გითხრათ. ვურჩევდი შემობრძანდნენ პარლამენტში, მათ შორის, ადგილობრივ საკრებულოებში და ის გამოწვევები რაც გვაქვს, ეს ეხება ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ვისი გუნდიდან იქნება მერი, გვაქვს ეს პრობლემები რეგიონებში, ყველამ ერთად შემოუძანონ ერთმანეთს და იმუშაონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. რა დროს რევოლუციური სცენარებია, დაარქვეს არჩევნებს რეფერენდუმი, წააგეს, იყო პირველი ტური, მეორე ტური და წააგეს, ხომ უნდა გაიგონ, მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს მხარს რევოლუციას, მიუღებელია და უნდა გაიგონ, შეიგნონ და გადაეწყონ, მაგრამ რა უნდა გადაეწყონ, ეს იციან ეტყობა მარტო, ვინც განსხვავებული მიდგომა იცის ქვეყნის განვითარების, ველოდებით პარლამენტში“, - განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო