ფინანსთა მინისტრი - ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება

ონლაინ კაზინოებისთვის გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბეგვრის ახალი მექანიზმების ამოქმედება იქნება ეტაპობრივი და დაბალანსდება წლების განმავლობაში.

„ბუნებრივია, ახალი რეგულაციები სექტორში ჩართული მოთამაშეების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს. მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს იმას, რომ ის დანაკლისი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, მეტ-ნაკლებად დააბალანსოს. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში.

საუბარი არ არის იმაზე, რომ წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა