ჯანდაცვის სამინისტრო - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით 34 შემთხვევაში დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში კონფისკაციას 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი დაექვემდებარა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს თანამშრომლები, საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.

„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს ითვალისწინებს, განმეორებით კი - 12000 ლარს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგულირების სააგენტო, უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით. სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში“, - განმარტავს გიორგი გუნცაძე.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც და იმ შემთხვევაში თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას მას 3 წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში.

მათივე ცნობით, 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს - 9.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს - განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა