ანა ნაცვლიშვილი - სააკაშვილის საქმეებზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის მიმართ სკეპტიკურად ვარ - სასამართლო ბოლო ფაზაა, შოთაძის და ფარცხალაძის პროკურატურის გამოძიებას რატომ ვენდობით?

სააკაშვილის საქმეებზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი - სასამართლო ბოლო ფაზაა, შოთაძის და ფარცხალაძის პროკურატურის გამოძიებას რატომ ვენდობით?, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პროფესიული თვალსაზრისით „გაფუჭებული სისტემის ბოლოდან დაწყება“ სწორი არ არის და ფიქრობს, რომ საქმეს კვალიფიციური გამოძიება სჭირდება.

„ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რომელიც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა არის ის, რომ 9 წლის განმავლობაში ჯერ პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა და შემდეგ შეინარჩუნა „მიშა მოდის, მიშა მგელიას ძახილით“. რისთვის მიანდო ქართველმა ხალხმა ძალაუფლება? - იმისთვის, რომ რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, უსამართლო სასამართლო მანქანა, პროკურატურა, რომელიც სამართალს კი არ იცავდა, იცავდა არასწორ ინტერესებს, შეცვლილიყო. დღეს რატომ იძახიან ადამიანები, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ მოსამართლეები? - იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით დღეს არ არის სასამართლო, რომელსაც ამ ტვირთის აწევა შეუძლია. რთულიც არის დაზარალებულმა ადამიანებმა იპოვონ სიმართლე და სამართალი. იმისთვის, რომ სახელმწიფომ მეორედ არ გაწიროს ადამიანები უსამართლობისთვის, დაგვჭირდება რაღაც ექსტრაორდინარული მექანიზმი.

უცხოელი მოსამართლეების მოწვევის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის ბოლო ფაზაა. საწყის ფაზაში არ გვაქვს პრობლემები? გამოძიებას ვენდობით? რატომ ვენდობით, რომ სწორი მტკიცებულებები შეკრიბა?იქნებ უფრო მძიმე ბრალი უნდა წაეყენებინათ ადამიანისთვის და თავისი არაკომპეტენტურობის ან სხვა მიზეზების გამო სწორი კვალიფიკაცია არ მისცეს?

ვამბობთ, რომ ჩვენს მოსამართლეებს არ ვენდობით და მოდი, ინგლისელები და ფრანგები ჩამოვიყვანოთ, მაშინ ჩვენს გამომძიებლებს რატომ ვენდობით? - შოთაძის და ფარცხალაძის პროკურატურას რატომ ვენდობით? იქნებ და ბრალი ძალიან არასწორადაა დაწერილი, მტკიცებულებები არასწორადაა შეგროვებული ან საერთოდ არაა საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები. პროფესიული თვალსაზრისით გაფუჭებული სისტემის ბოლოდან დაწყება მე არ მგონია სწორი. ამ საქმეებს სჭირდება კვალიფიციური გამოძიება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის 50 - დღიანმა შიმშილობამ ინსტიტუციურ კრიზისს ფარდა ახადა და ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

„ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რა მძიმე ინსტიტუციურ კრიზისშია ქვეყანა, როდესაც ასე სრულიად გაუმართავად, პოლიტიკური შურისძიების სრულიად არაჯანსაღი, საშინელი ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა. ამას კიდევ ერთხელ ახადა ფარდა და რა თქმა უნდა, მოხდა საერთაშორისო ყურადღების მობილიზება. რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩემს ქვეყანას ეცნობოდეს, როგორც წარმატებულს, მაგრამ კარგი არაფერი არ შეიქმნება, სანამ არ დასრულდება მიტაცებული სახელმწიფოს პრინციპი, ქვეყნის ასე მართვა “, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება