„თეგეტა“ აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა

„თეგეტა“ აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა.2 - წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის 11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.

“თეგეტას” ინფორმაციით, კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგანაც" მიიღო.

მათივე ცნობით, პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ სწავლა პირველმა ნაკადმა 2019 წელს დაიწყო. კურსი დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული, რაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილის "თეგეტა მოტორსთან" ერთად განხორციელებას გულისხმობს.

ამასთან, სწავლების თეორიული ნაწილი 8 თვეს გრძელდება და კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობს. პრაქტიკული კომპონენტი კი "თეგეტა მოტორსში" ხორციელდება, სტაჟირება ანაზღაურებადია. პროგრამა წელიწადსა და რვა თვეს მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტები თეორიასა და პრაქტიკაში ორკომპონენტიან საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. შედეგად კი პროგრამის მონაწილეები მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის (ელექტრომექანიკოსის) დამადასტურებელ დიპლომს იღებენ.

„2021 წლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით, პირველი ავტო მექანიკოსები არიან, რომლებმაც პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი მიიღეს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია თეგეტა აკადემიისთვის და მეორე მხრივ, პროფესიული კომპეტენციის კუთხით დიდი პასუხისმგებლობაა სისტემურ დონეზე. თეგეტა ჰოლდინგის, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ სწავლების პროცესით და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაში უწყობს ხელს. წლევანდელი კურსდამთავრებულებთან ცხრას უკვე აქვს დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისაგან“, - განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ნინო ოხანაშვილმა.

თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანამანათლებო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა.

მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა