ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესორს ჯილდო მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მსოფლიო დღე 1999 წელს ბუდაპეშტში „იუნესკოს“ მიერ მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა და 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება როგორც საზოგადოებისა და მეცნიერების უწყვეტი კავშირის სიმბოლო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო